ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ქართველი ადვოკატების დაცვის მოთხოვნით ევროპის საბჭოს ოფისიის წინ აქციას გამართავს

16 ივნისი 2016

17 ივნისს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ოფისიის წინ,   ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე  ზაზა ხატიაშვილი ქართველი  ადვოკატების დაცვის მოთხოვნით  აქციას გამართავს.

ცხრა დღის  წინ,  ქვეყნის ფაქტიური მმართველი ივანიშვილის მიერ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესთან მიმართებაში გაკეთებული  განცხადების შემდეგ, საქართველოში  მომენტალურად ადვოკატების დევნის ახალი ტალღა დაიწყო. სამი დღის განმავლობაში სამ ადვოკატს მიაყენეს შეურაცხყოფა რაც მიზანმიმართულ ძალადობაზე მიუთითებს. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე არ დავუშვებ არცერთი ადვოკატის შეურაცხყოფას. ყველა ის ნაძირალა, ვინც  ადვოკატზე ძალადობს საბრალდებო სკამზე  დაჯდება.  

            1.  2015 წლის 08 ნოემბერს  ადვოკატის დღეს, გვიან ღამით, ქ.თბილისის ვაკე–საბურთალოს სამმართველოს მე–5 განყოფილებაში აწამეს  ადვოკატი გიორგი მდინარაძე. დადასტურებულია, რომ  სახელმწიფოს ხარჯზე დანიშნული  ადვოკატი გიორგი მდინარაძე არასრულწოვანის დაცვის მიზნით შევიდა პოლიციაში, ადვოკატმა    არასრულწლოვან დაცის ქვეში მყოფ პირს კონსულტაცია გაუწია. რის შემდეგაც   ადვოკატს   ბორკილები დაადეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დავით გაფრინდაშვილმა და გიორგი წიგნაძემ  ადვოკატ  გიორგი მდინარაძის დაკავების ოქმი  კანონდარღვევით   შეადგინეს.  ადვოკატს  ხელბორკილები  უკანონოდ  დაადეს.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38–ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით - ,,ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან“, ხოლო მეორე ნაწილის თანახმად– ,,რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს ოთხ თვეს“.     აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ თუ ადვოკატმა გიროგი მდინარაძემ  ნამდვილად ჩაიდინა  სამართალდარღვევა, რომელიც ამავე კოდექსის 208–ე  მუხლის მიხედვით არის საქალაქო სასამართლოს განსჯადი, უფლებამოსილ პირებს სახდელის დადების მიზნით სასამართლოსთვის უნდა მიემართათ ოთხი თვის ვადის გასვლამდე, 2016 წლის 08 მარტამდე, რაც არ მომდარა.   ადვოკატ გიორგი მდინარაძის უკანონოდ დამკავებლების  დავით გაფრინდაშვილისა და გიორგი წიგნაძის მიმართ არ დაწყებულა სისხლისსამართლებრივი დევნა, მეტიც, ისინი კვლავ თანამდებობებზე იმყოფებიან.

პროკურატურამ იგნორირება გაუკეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147–ე მუხლს „განზრაზ უკანონო დაკავება“ და ადვოკატებზე ძალადობის გასაგრძელებლად პოლიციელებს მწვანე შუქი აუნთო.

 

 

 

 

          2. გიორგი მდინარაძის წამების შემდეგ,  პოლიციამ გადაწყვიტა  მის ადვოკატს, მუხრან ღუარწკაიას გასწორებოდა, რომლის დიდი ძალისხმევით დაკავებული იქნა გიორგი მდინარაძის მწამებელი. 2016 წლის 10 ივნისს ადვოკატი მუხრან ღურწკაია  თავის საადვოკატო მომსახურებას  ახორციელებდა და ახალი სამშობიარო ცენტრის პარტინირთა კრებას ესწრებოდა. პარტნიორთა კრებაზე, როგორც ხშირად ხდება, დაიწყო დაძაბულობა პარტნიორთა შორის რა დროსაც გამოძახებული იქნა საპატრულო სამხახური. ადგილზე გამოცხადდა 805-ე საპატრულო ეკიპაჟი, პატრულები კახა ბიბილეიშვილი და თეიმურაზ მაღრაძე. პატრულის თანამშრომლებმა თავდაპირველად  განაცხადეს,  რომ ვერაფერს მოიმოქმედებდნენ, ვინაიდან კრების ოქმზე და კრების კანონიერებაზე საკითხი უნდა გაირკვეს სასამართლოში და მათ  დააპირეს წასვლა.  ამ დროს, გამოჩნდა ისანი-სამგორის რაიონის ოცმეთაური ლაშა გელაშვილი, რომელიც  ადვოკატების მიმართ აგრესიით გამოირჩეოდა. ლაშა გელაშვილის მოსვლის შემდეგ,  ადმინისტრაციული წესით დააკავეს ადვოკატი მუხრან ღურწკაია, ხოლო ის პირიები, ვინც ადვოკატებს შეურაცხყოფას აყნებდა,  საერთოდ არ გახსენებიათ. ერთ-ერთი პარტნიორი ვინც შეურაცხყოფას აყნებდა ადვოკატებს ციცინო გვენეტაძე ყვირილით იმუქრებოდა, რომ მისი შვილი იყო პოლიციის მაღალჩინოსანი და აჩვენებდა ადვოკატებს სეირს. როგორც ადვოკატებმა გაარკვიეს, ციცინო გვენეტაძის შვილი  ლევან ხარებავა, აღმოჩნდა  პოლიციის მაღალჩინოსანი და დღეის მდგომარეობით დიდებუ-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა უკავია.  სავარაუდოდ, შეიძლება იკვეთებოდეს ლაშა გელაშვილის მოქმედებასა და ლევან ხარებავას  შორის  ურთიერთშეთამხმება, რაც გამოძიების საგანი  უნდა გახდეს.

          3.  2016 წლის 9 ივნისს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-

მუხლის მე–6 ნაწილის შესაბამისად,  ადვოკატმა  ესმა ნორაკიამ  მტკიცებულებები და ინფორმაცია გაუცვალა ბრალდების მხარეს, მესტიის რაიონული სამმართველოს გამომძიებელს ოლეგ ივეჩიანს, რაზეც შესაბამისი ოქმი შედგა.  ადვოკატმა  ბრალდების მხრიდან წარმოდგენილ ოქმზე და მტკიცებულებების ნუსხაზე გააკეთა შენიშვნა, რადგან  ადვოკატის  აზრით მტკიცებულებები სრულყოფილად არ იყო  წარმოდგენილი.

 

2016 წლის 10 ივნისს   ადვოკატ ესმა ნორაკიას ტელფონზე   გამომძიებელი  ოლეგ ივეჩიანი  უკავშირდება  და   რაღაც დოკუმენტებზე ხელის მოწერას  სთხოვს. რაზეც  ადვოკატმა უარი განაცხადა .

 

გამომძიებელი არ წყვეტს ადვოკატთან  რეკვას  და უკვე   რაღაც დოკუმენტებზე ხელის მოწერას  მოითხოვს.   2016 წლის 11 ივნისს განმეორდა იგივე,  გამომძიებელი  ოლეგ ივეჩიანი   ადვოკატ ესმა ნორაკიას ქუთაისში საცხოვრებელ   სახლში  უცნობ ორ პოლიციელთან ერთად  მოუვარდა  და  ადვოკატს ოქმზე დაჟინებით ხელის მოწერას  აიძულებდა.  ადვოკატმა მოძალადე პოლიციელებს   კარები არ  გაუღეო.   ადვოკატ   ესმა  ნორაკიასთან    სახლში    მისი არასრულწლოვანი შვილები  იმყოფებოდნენ. პოლიცია მოითხოვდა ადვოკატს გაეღო კარი,  აფრთხილებდნენ,  რომ პოლიციას  ნუ  უწევდა   წინააღმდეგობას  და  სასწრაფოდ გაეღო კარი. რაზეც ადვოკატი დაემუქრა მოძაალდეებს,  რომ  თუ  არ  წავიდოდნენ   სახლიდან    საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს  გამოიძახებდა.

 

          4. ადვოკატ თანდილა ჯოლოგუას უკვე  მერამდენედ  არ აძლევენ  თავისი საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლებას. 2016 წლის 10 ივნისს ტელეკომპანია ,,ოდიშს“ ინტერვიუს აძლევს  ვინმე   ზურაბ აბესაძე, რომელიც აცხადებს, რომ თუ ადვოკატი თანდილა ჯოლოგუა არ ჩამოშორდება საქმეს ადვოკატს მოკლავენ. გაუსწორდებიან მის  შვილებს,   აუფეთქებენ  სახლს.  სამართალდამცავები  შორიდან  უყურებენ   ზურაბ აბესაძის  მუქარას და ადვოკატის დაცვისთვის არ იღებენ  ზომებს. 

 

ბოლო   ერთი კვირის  განმავლობაში მომხდარი ძალადობის ფაქტების გარდა,   წლებია   ადვოკატთა კორპუსზე ძალადობა  მიმდინარეობს, რაზედაც ხელისუფლება არ რეაგირებს.  ძალადობის მსხვერპლი ადვოკატები: ირინა საღინაძე, ნონა კირთაძე, ვლადიმერ ტაბაღუა, ესმა ნორაკია, თანდილა ჯოლოგუა, ირაკლი გუნიავა, ლავრენტი სუხიშვილი, ჯეიხუნ მამედოვი, დიანა მარტიაშვილი, მერი ცინარიძე, ნუგზარ სამარჯიშვილი, მუხრან ღურწკაია, გიორგი მარიამიძე, შოთა გელაშვილი, ბესარიონ ბოჭორიშვილი, ონისე მარგიანი, ირაკლი ზაქარეიშვილი, ფრიდონ სიხუაშვილი, როინ მიგრიაული, გოგა ონიანი, რომეო საჯაია პროკურატურისგან რეაგირებას უშდეგოდ ელოდებიან, რომელიც   ადვოკატების დევნის და შევიწროების  საქმეების  შესწავლასთან დაკავშირებით მიზანმიმართულად არ რეაგირებს, რითაც    პროკურატურა    ადვოკატების დევნის წახალისებას დემონსტრირებს. სამწუხაროა, რომ   პარლამენტის  წევრი, ყოფილი ადვოკატები  ოთხი წლის განმავლობაში ადვოკატების დევნის ფაქტებზე   განცხადებას არ აკეთებენ   და  ყოფილი კოლეგების ჩაგვრას შორიდან უცქერენ. საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, ერთი წელია დევს ჩემი მიმართვა  პარლამენტის   თავმჯდომარეს სახელზე,  რომელიც    ადვოკატთა  დევნის ფატებს შეისწავლიდა, მაგრამ  ერთი წლის განმავლობაში პასუხი არ მიმიღია.  ხელისუფლების და პარლამენტის  უუნარობით და უმოქმედობით  იძულებული ვარ დავიწყო დიდი საპროტესტო გამოსვლები,  რომელიც სტარსბურგში 2016 წლის 17 ივნისს დაიწყება.

 

 

 

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი